Friday, June 12, 2015

უცნაური ფესტივალები




მსოფლიოში არსებობს მრავალი ფესტივალი, რომელიც საზოგადოებას დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს, მათ შორის არის უცნაური ფესტივალები, რომელიც იზიდავს უამრავ ადამიანს და ერთ სივრცეში გასართობად იწვევს. თუ მოგზაურობა გიყვართ და გართობის მოყვარულიც ხართ ვფიქრობ ეს ფესტივალები დაგაინტერესებთ და მასზე დასწრების სურვილიც გაგიჩნდებათ. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.

ტალახის ფესტივალი "Paleo"

ტალახის ფესტივალი სამხრეთ კორეაში ტარდება და მისი იდეა კორეულ კოსმეტიკურ კომპანიას ეკუთვნის, რომლის მთავარი ინგრედიენტიც სწორედ ეს ტალახია. Boryeong-ის ტალახის ფესტივალზე სტუმრებს საშუალება აქვთ ცოხალი მუსიკის ფონზე ტალახში კოტრიალით და თამაშით იჯერონ თავი.ფესტივალი პირველად ჩატარდა 1998 წელს. პორიონის ტალახი ყვითელი ზღვის ნაპირებიდან მდიდარია  
მინერალური ნივთიერებებით და განსაკუთრებულად სასარგებლოა კანისათვის. ამ მიზეზით ფესტივალზე ჩამოდის ათეულ ათასობით უცხოელი - თან სასარგებლოა, თანაც - ერთობიან.   მინერალური ნივთიერებებით და განსაკუთრებულად სასარგებლოა კანისათვის. ამ მიზეზით ფესტივალზე ჩამოდის ათეულ ათასობით უცხოელი - თან სასარგებლოა, თანაც - ერთობიან.  ორგანიზატორებმა  მოამზადეს დღის და ღამის პროგრამებიც.

ფერების ფესტივალი "holi"


მარტის შუა რიცხვებში ინდოეთში "ჰოლი"-ს დღესასწაული იმართება, რომლის დროსაც დროს ინდოელები გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავენ, ერთმანეთს ფერად საღებავებს ასხამენ  და ცდილობენ, რაც შეიძლება მხიარულად გაატარონ დრო. ფესტივალს ფერების ან სიყვარულის ფესტივალსაც უწოდებენ.
ჰოული რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ინდოელები და ნეპალელები მრავალი საუკუნის განმავლობაში აღნიშნავენ. ინდოელები დიდ ჯგუფებად იკრიბებიან, კოცონს ანთებენ და მთელი ღამე ცეკვავენ, მღერიან და სახალისო ისტორიებს ყვებიან.
 დღესასწაული დილით      
 გრძელდება, როცა 
 ფესტივალის მონაწილეები 
 ერთმანეთს დასდევენ და 
 ფერად საღებავებს ან 
 შეღებილ წყალს ასხამენ, 
 "ბრძოლების" მთავარი 
 იარაღი, ჩვეულებრივ, 
 ფერადი წყლით სავსე 
 ბუშტები, 
 წყლის  თოფები    
 და საღებავებია.

პამიდვრის ფესტივალი (La Tomatina)

"ლა ტომატინა" გახლავთ საკვებით ბრძოლის ფესივალი, რომელიც იმართება ყოველი წლის აგვისტოს ბოლო ოთხშაბათს ესპანეთის რეგიონის - ვალენსიის ქალაქ ბუნოლში. მოაწილეები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისვრიან პამიდორს ქალაქის ქუჩებში. 
  ფესტივალს ახლავს       
  მუსიკა,  ცეკვა და    
  ფეიერვერკები.   
  ფესტივალი  1945 წლიდან   არსებობს    
  ფესტივალის    
  ტრადიციული  სამოსი  
  ქალებისთვის    თეთრი  ფერია, ხოლო    მამაკაცები მაისურის გარეშე არიან. ყოველწლიურად დაახლოებით 20-დან 50 ათასამდე ტურისტი ჩამოდის ქალაქ ბუნოლში.
ბუნოლის მოსახლეობა კი 9000-ს არ აღემატება.